LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელისა და მუმბაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები განთავსდა

107
კამპანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში – დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.

მარკეტინგულ კამპანიას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდურ კომპანიასთან Think Strawberries ერთად ატარებს.

კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს, ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს, ციფრულ და გარე რეკლამას, ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში საქართველოს შესახებ სტატიების ბეჭდვას, ასევე, ვიდეორგოლებს სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში. 

კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში მსხვილი ტურისტული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება.  

Dio magti 5g