კომპანია Dell-მა, რომელიც კომპიუტერის მწარმოებლებს შორის საუკეთესო სამეულში შედის, კარგად იცის ხარისხიანი მონიტორის ფასი.
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მოხრილი მონიტორი UltraSharp 38 გამოუშვა, რომლის დიაგონალიც 38 დიუიმია.
სიახლეს 100 ვატიანი USB-C მიერთება აქვს, რომელიც არამარტო ნოუთბუქიდან ინფორმაციის მიღებას, არამედ პარალელურად მის დატენვას უზრუნველყოფს. ამას გარდა, Dell UltraSharp აღჭურვილია ორი დინამიკით.
სიახლის ფასი 1499 დოლარია.