LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას შექმნილი „ნაგვის ჩანთა” 1,790 დოლარი ღირს: „ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს მოდის სკანდალები?”

588
295999043_1737211369973832_2126614839403710990_n

„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომრის შექმნის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს მოდის სკანდალები?“ – ამის შესახებ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ Women’s Wear Daily-ს განუცხადა.

ცნობილი ქართველი დიზაინერი მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, BALENCIAGA-მ ახალი პროდუქტი, „ნაგვის ჩანთა“ წარადგინა, რომლის ღირებულებაც 1,790 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული ტყავის ჩანთის შთაგონების წყარო სწორედ ნაგვის ტომარაა.

უცხოური მედიის ცნობით, „ნაგვის ჩანთის“ დებიუტი 2022 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენისას პარიზში შედგა. ტრადიციულად, დემნას ახალ ნამუშევარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილი Balenciaga-ს ახალ პროდუქტს იუმორით შეხვდა და სახალისო კომენტარებიც არ დაიშურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები