LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ ანტიდასავლური და არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია“ – ნინო დოლიძე

111
ნინო დოლიძე

მიმდინარე და წინა არჩევნების წინასაარჩევნო გარემოებებს ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აფასებს და ამბობს, რომ „დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ შესამჩნევია, რომ ანტიდასავლური და ასეთი არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია“.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების „შევიწროებაც აზიანებს“.

„ალბათ, ყველაზე მეტად განსხვავებული ანტიდასავლური რიტორიკაა, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა. ეს ნამდვილად პრობლემურია. დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ შესამჩნევია, რომ ანტიდასავლური და ასეთი არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია. რა თქმა უნდა, პრობლემურია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, „რუსული კანონი“, თუმცა არა მხოლოდ კანონი, ის, რაც ჩვენ წინააღმდეგ ხდებოდა, რა თქმა უნდა, ასევე პრობლემურია. ამასთან, ოფისების, სახლების დაზიანება. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდს აზიანებს, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასეთი გარემო აქვს.

ასეთი ტიპის კამპანია მოქმედებს დამკვირვებელთა შერჩევის პროცესზეც. ბოლო წუთებში რამდენიმე დამკვირვებელმა უარი გვითხრა იმის გამო, რომ მათზეც და მათი ოჯახის წევრებზეც იყო დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა. ახალგაზრდებთან ნაკლებად, მაგრამ იყო ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებისა ან სოციალური დახმარების მოხსნის შემთხვევა“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები