LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი ახალშობილთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

344

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი პაპარაცებმა ნიუ-იორკში ახალშობილთან ერთად გამოიჭირეს. 48 წლის ვაისმა ერთი თვის წინ იმშობიარა, მისი ორსულობის შესახებ კი ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

50 წლის კრეიგი და 48 წლის ვაისი უკვე წლებია დაქორწინებულები არიან, თუმცა წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია. ფოტოებზე ჩანს, როგორ გადაჰყავთ მანქანიდან შენობაში ახალშობილი ვაჟი ისე, რომ მას სახე დაფარული აქვს.

ფოტოებზე „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი სპორტულ ფორმაშია გამოწყობილი. თეთრ პლაშსა და მაღალქუსლიან ჩექმაზე გააკეთა აქცენტი ოსკაროსანმა რეიჩელ ვაისმა, რომელიც მშობიარობის შემდეგ მალევე ჩადგა ფორმაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები