LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოკუპაცია რუსეთის ხელშია და მარტო რუსეთთან ვერაფერს გავაკეთებთ – პრეზიდენტი

770
1551951032

დეოკუპაცია არის ერთი ქვეყნის ხელში და ყველამ ვიცით, რომ ეს არის რუსეთი, ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო რუსეთთან ვერაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დეოკუპაციის საკითხზე საუბარი ტექნიკური დონიდან პოლიტიკური დონეზე უნდა გადავიდეს.

„დეოკუპაციის პოლიტიკას ორი მხარე აქვს, ერთი არის ის, რომ ჩვენ აღვადგინოთ და გავამთლიანოთ ურთიერთობები, რაც უნდა არსებობდეს ჩვენს ტერიტორიაზე და ამ კუთხით ჩვენ არც გაგვიჩერებია მუშაობა. მივიჩნევ, რომ მაქვს პირადი პასუხისმგებლობა აფხაზური ენისა და მისი იდენტობის მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ მე ვარ ამის სიმბოლო, დამცველი, იმ დროს, როდესაც დაუცველია ენაც და იდენტობაც. რაც შეეხება მეორე მხარეს, დეოკუპაცია არის ერთი ქვეყნის ხელში და ყველამ ვიცით, რომ ეს არის რუსეთი, ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო რუსეთთან ვერაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას. ჩვენ ჩვენს პარტიორებთან ერთად ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკურ დონეზე უნდა იყოს ის დიალოგი, რომელიც დღეს ტექნიკურ დონეზეა ჩამოსული. ჩვენმა პარტნიორებმა ყველა შეხვედრაზე რუსეთს უნდა გაახსენონ მისი ვალდებულებები როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრის, როგორ უნდა მოექცეს თავის მეზობლებს, როგორ არ უნდა დაარღვიოს საერთაშორისო პრინციპები და როგორ უნდა დათმოს ის, რაც არის დღეს სამხედრო ძალით ოკუპირებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g