ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ნაწილობრივ გენებშია. ფსიქიატრიაში დიდი ხანია არსებობს კითხვა, არის თუ არა ფსიქიკური დაავადებები მემკვიდრეობითი. BBC – ის კორესპონდენტი, ჯეიმს ლონგმანი, რომლის მამამ და ბაბუამ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, შეეცადა გაერკვია, რამდენად არის მსგავსი აშლილობები გამოწვეული გენებით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი გენები ზრდის ფსიქიკური დაავადებების რისკს. აღმოჩნდა, რომ დეპრესია, აფექტური აშლილობა და შიზოფრენია სწორედ გენების ფაქტორით არის გამოწვეული.
