LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა – რა სიმპტომები ახასიათებს „ხანგრძლივ კოვიდს“

190
Untitled design - 2022-02-09T103457.580

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ თვისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი თვისება, რომელიც კორონავირუსს სხვა ვირუსებისგან გამოარჩევს, ე.წ. ხანგრძლივი კოვიდია.

„შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე.

ეს შეიძლება იყოს ხველა, ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლილობის შეგრძნება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და ა.შ.“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებიდან პირველი 30 დღის შემდეგ, COVID-19-ის მქონე პირებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი – ზაზა წერეთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g