LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ხალხის ძალას“ შეუერთდა, POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა

66
publika.ge-postv-52--2-1024x576

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შეუერთდა, ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ დღეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დასასრულს მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, სიახლის შესახებ, რომელზედაც მინიშნებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.

დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მოძრაობა „ხალხის ძალას” ახალი წევრები შეემატნენ.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მოძრაობის ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ შეუერთდა 5 პარლამენტარი.

იხილეთ ვრცლად:

„ოცნებიდან” წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები