LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებიდან” წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

76
Untitled design (4)

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებულ მოძრაობას – „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა.

ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს და მოძრაობის წევრები გახდნენ.

ამის შესახებ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი“, – თქვა სოზარ სუბარმა.

მანამდე, მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი და დინამიკური პროცესი გახდება:

„როგორც საზოგადოებამ იცის, ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ემსახურება იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია სიმართლის თქმა, რომ საზოგადოებამ იცოდეს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს. ჩვენ ასევე გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გავფართოვდებოდით და ეს იქნებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი, დინამიკური პროცესი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები