CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მომზადდა. რეპორტაჟი CNN-ზე 14 სექტემბერს გადაიცემა. რეპორტაჟის ანონსი კი CNN-ის ეთერით ყოველდღიურად ტრიალებს.
Destination Georgia – წარმოადგენს კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილს, 14 მილიონიანი აუდიტორიით.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარიაა აღწერილი.