LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, შეიტანოს ერთგვარი დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში, მაგრამ ეს არავის გამოუვა – პრემიერი

pjimage-6

მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, შეიტანოს ერთგვარი დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ორი დღის წინ  გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე კომენტირებისას აღნიშნა.

პრემიერი განცხადებით, არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება და ქართველი ერი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ეს ჩანაწერი ფარულიც რომ არ იყოს, მგონი ღიად აცხადებენ და მათი პიარტექნოლოგიები რუსეთიდან ამის შესახებ ღიად საუბრობენ. მე მგონი ქართული საზოგადოებისთვისაც ეს ისედაც ნათელია, რომ არ ვისაუბროთ რაღაც ფარულ ჩანაწერზე. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ ჩვენ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა შეიტანოს ერთგვარი დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში, ეს არავის გამოუვა. 28 ოქტომბერს ქართველი ერი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ერი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველა იქნება საკანონდებლო ჩარჩოსა და კონსტიტუციის ფარგლებში. ასე რომ დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერავინ შეიტანს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g