ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და “ომიკრონით” დაავადების მიმდინარეობაზე ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე საუბრობს.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი “რუსთავი 2-თან” განმარტავს, რეალურად, შესაძლებელია “ომიკრონმა” თვითონ შექმნა პოპულაციური იმუნიტეტი.
ტაბიძის თქმითვე, რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი რიცხვი ძველ შტამებს უკავშირდება:
“ომიკრონი” აბსოლუტურად სულ სხვა შტამია. აქედან გამომდინარე, რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ იმ სიტუაციას, რომ “ომიკრონმა” თვითონ შექმნას, არც მეტი, არც ნაკლები, პოპულაციური იმუნიტეტი.
“ომიკრონმა” შემოგვთავაზა თამაშის სხვა წესი, რასაც ჰქვია ბინაზე მკურნალობა, რასაც ჰქვია უფრო მეტი დატვირთვა კოვიდ-სასტუმროებში.
რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ისინი, პრაქტიკულად, რჩებიან კლინიკებში, რეანიმაციებში მაინც ადგილების პრობლემა. რატომ არის ჯერ კიდევ რეანიმაცია გადატვირთული? ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ძველი შტამია და ე.წ. გახანგრძლივებული პროცესია”, – აღნიშნა ტაბიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის კოვიდსტატისტიკა ასეთია: გასულ 24 საათში, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი.