ამიერიდან, დევიდ ბექჰემის თაყვანისმცემლებს ეცოდინებათ, რას აკეთებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი და სექსუალური მამაკაცი პარასკევს საღამოს: ის ქალიშვილს საყვარელი თოჯინისთვის კაბის შეკერვაში ეხმარება.
გასული კვირის ბოლოს, მისის ბექჰემმა, ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი მეუღლე ნემსით და ძაფით ხელშია გამოსახული და ის 4 წლის ქალიშვილს, ჰარპერს საყვარელ საქმიანობაში ეხმარება. „მამა კერავს კაბას ჰარპერის თოჯინისთვის! ჩვენ შენ გვიყვარხარ, დევიდ!“ – დაწერა ვიქტორიამ.
https://www.instagram.com/p/BDZ3pm_liEx/?taken-by=victoriabeckham
აღსანიშნავია, რომ ოჯახის გამო დევიდი მზად არის ყველაფერზე, მაგალითად, ვადაზე დაასრულოს წარმატებული კარიერა. აგენტების მტკიცებით, მას კიდეც რამდენიმე წელი შეეძლო აქტიურ ფეხბურთში, რომელიმე ამერიკულ კლუბში ყოფნა, თუმცა, მის შვილებს ძალიან მოსწონდათ ინგლისურ სკოლაში სიარული.



