დევიდ გეტამ სიმღერის Say My Name კლიპი გამოაქვეყნა, რომლის რეჟისორი ჰანა ლუკს დევისია. სინგლი, ფრანგი დიჯეის მეშვიდე სტუდიურ ალბომში შედის, რომელსაც სიმბოლურად 7 ჰქვია.
საინტერესოა, რომ ბიბი რექსასთან და ჯეი ბალვინთან კოლაბორაციის რელიზი 26 ოქტომბერს შედგა, მუსიკალური რგოლის პრემიერა კი გუშინ გაიმართა.
როგორც ჩანს, თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთმა აქტიურმა არტისტებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის, რომ ვიდეო ეფექტური და მრავალფეროვანი გამოსულიყო. სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება საცეკვაო მოედანსა და ჯუნგლებში ვითარდება.