LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ კრამერი: უკვე აღარ ვარ დარწმუნებული სურს თუ არა საქართველოს მთავრობას დასავლური მიმართულებით წავიდეს

136
Capture

,,ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, მართლა სურს თუ არა საქართველოს მთავრობას, რომ ამ დასავლური მიმართულებით წავიდეს და თუ მაინც სურთ, მაშინ ეს არასწორი ნაბიჯია”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა VOA-თან ინტერვიუში “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას კრამერმა აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ.

“ვფიქრობ, რამდენიმე მიზანი არსებობს ამ კანონპროექტის მიღებისთვის, არცერთი მათგანი პოზიტიური არ არის. დიდი ხანია ვამბობ, რომ ინდივიდუალური სანქციები, რაც ნიშნავს ვიზაზე უარის თქმას და ანგარიშების გაყინვა, არის გზა, ნათელი გახდეს ამ ინდივიდუალური პირებისთვის, რომ მსგავსი ქმედებების მოთმენა არ მოხდება. ეს არ ხდება ქვეყნის თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის მიზანმიმართული სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზეა პასუხისმგებელი”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g