LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილები მინისტრის გადადგომას ითხოვენ – აქციის მონაწილეები სამინისტროში შეიჭრნენ

144
dev4

საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების ნაწილი, უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.  დევნილთა ნაწილმა უკიდურეს ფორმას – შიმშილობასაც მიმართა, თუმცა, მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ შესრულებულა. მათ არც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრია.

როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი 26 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას ითხოვენ.

მათ დღეს მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს და განაცხადეს, რომ თუ ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდებოდათ, ისინი სამინისტროში შეიჭრებოდნენ. გაფრთხილების მიუხედავად, მათთან შეხვედრა უწყების ხელმძღვანელმა ვერ შეძლო, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შენობაში შეჭრა მოჰყვა. მათ გაარღვიეს ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციის კორდონის  და შენობაში შეჭრა სცადეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ ჯანდაცვის მინისტრი არ შეხვდება და მათ მოთხოვნებს პირადად არ მოისმენს. დევნილები ახალი კომისიის შექმნას ითხოვენ და სამინისტროში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქულების მინიჭების პროცესიც დარღვევებით და ფარული გარიგებებით ხორციელდებოდა.

დევნილები სამინისტროს ფოიეში არიან შეკრებილი და მინისტის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მინისტრი მათ არ შეხვდება, აქციის მონაწილეები თავად ავლენ მის კაბინეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები