LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზინფორმაციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ვალდებულებაა – პრემიერი

baxtadze_1ebd7

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

მამუკა ბახტაძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა.

„სიტყვის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მედიაპლურალიზმი და ადამიანის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, რაც შეეხება დეზინფორმაციას და ე.წ. ფეიქ ნიუსებს, სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველა განვითარებული დემოკრატია ცდილობს მას ეფექტურად აღუდგეს წინ. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად არ დავუკავშირებ ამ ორ თემას ერთმანეთს, დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ცდილობენ ჩამოყალიბონ ისეთი ჩარჩო, სადაც თავის ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ მსგავსი ტიპის ნიუსებისგან. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება არის საფუძველს მოკლებული. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რაღაც გახლავთ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას მიაჩნია, რომ ცილისწამების შესახებ კანონის მიღებამ შეიძება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g