LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს: ენრიკო ვალვო მოლაპარაკებების პროცესზე

79
ენრიკო ვალვო

საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპრომისის საჭიროება დგას.

დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე პოლიტიკური მხარე გააცნობიერებს მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სერიოზულად აღიქვამენ:

“იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს. ეს გზავნილი მიმართულია ყველა მხარისაკენ და იმედია, ამას ყველა გააცნობიერებს. ჩვენ გვაქვს კარგი საფუძველი იმ წინადადებების სახით, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. ვფიქრობ, ეს წინადადებები უნდა იყოს ასახული და ყველა მხარემ სერიოზულად უნდა აღიქვას.” – განაცხადა ენრიკო ვალვომ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, საკუთარ წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა. მედიატორი საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა. მისი შუამავლობით შეხვედრები იმართებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა და დოკუმენტი გაასაჯაროვა. 

მედიატორმა აღნიშნა, რომ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო.

 

mazda magti 5g