LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

209
ირაკლი ბერაია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ბერაია 1976 წლის 23 ივლისს დაიბადა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g