LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გერმანიაში შესვლის შეცვლილი პირობები ამოქმედდება – ნახეთ, რა კოვიდსაბუთებს ითხოვს ქვეყანა

1060
1

23 დეკემბრიდან, კოვიდსაბუთებთან მიმართებაში, გერმანიაში შესვლის პირობებში ცვლილებები შედის.

ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

გერმანიაში შესვლა პირებისთვის 6 წლის ასაკიდან:

დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებულები არიან, თან იქონიონ კოვიდსაბუთი. პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი.

◼  ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

◼  აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

◼  ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

კოვიდსაბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.

ვირუსის ვარიანტის (https://www.rki.de/…/Neuartiges…/Risikogebiete_neu.html) ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია PCR-ტესტის საბუთის წარდგენა.

ამ შემთხვევაში არ არის საკმარის ანტიგენის სწრაფი ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. გარდა ამისა, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში)”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g