LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდა

212
komunaluri

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური შეღავათების პროგრამა გრძელდება და ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები მომდევნო 4 თვის განმავლობაში აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადები იმ აბონენტებს დაეფარებათ, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას.

„სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადები იმ აბონენტებს დაეფარებათ, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.

კომუნალურს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა, სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სემეკის ქოლ ცენტრს – 16 216“, – ვკითხულობთ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g