LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პარიზში ქართველი დიზაინერების ნაწარმს გაეცნობიან

101

19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 7 ქართველი დიზაინერის პროდუქცია, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში Moredash Showroom, MisonPyramide, Paper Mache Tiger შოურუმებში იქნება წარდგენილი.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100-მდე კომპანიასა და 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარდგებიან: N-Duo, Dalood, Anouki, Tamuna Ingoroyva, Lako Bukia, Materia Tbilisi, Ltd Lya. შოურუმების ფარგლებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება, პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g