LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს

88
xzxzxzxz

დღეიდან პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. საკანონმდებლო ინიციატივა სავარაუდოდ, ამავე დღეს სესიაზე გავა.

უკვე ცნობილია, რომ ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება.

ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, შესაძლოა წრე გაფართოვდეს და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხოს.

“ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი. შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ და სრულფასოვან ამნისტიას, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს. მუშაობა წავიდა იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი შეღავათის მიმცემი მოქალაქეებისთვის. ჩვენი სურვილია, გარკვეული გაფართოება ამნისტიის არეალის და მათ შორის, ბუნებრივია, იყოს ყველა ისეთი დანაშაული, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც ეფუძნებოდა თავდაპირველად ამნისტიის კანონპროექტი და მეორე მხრივ, ეს საფრთხეს არ უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ამ კრიტერიუმების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ იარსებებს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g