LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან PCR ტესტირება 25 კლინიკაში გაკეთდება

185
DFC209C0-E84C-4A8D-AD89-A2F04EC3FC58-w1200-r1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიის განცხადებით, დღეიდან  რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება PCR ტესტი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება 25 კლინიკაში გახდება შესაძლებელი.

“დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს. ხვალ-ზეგიდან შესაძლებელია იქნება მათ მიმართონ 25 პოლიკლინიკას, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ კვლევა” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“პანიკის საფუძველი არ არის, ეს პროგნოზირებადი იყო, სიტუაცია კონტროლირებადია” – ამირან გამყრელიძე

მან ასევე, ისაუბრა არსებულ ეპიდსიტუაციაზე და განმარტა, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს.

„საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მითუმეტეს ჩვენს ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციას ვახდენთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g