LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ქართული ტკბილეული ისრაელში იყიდება

752
2

დღეიდან „ბარამბო“ ისრაელში იყიდება. კომპანიის ინფორმაციით, პროდუქციამ წარმატებით გაიარა ებრაელი პარტნიორების მხრიდან მოთხოვნილი ყველა სტანდარტი. ბრენდს მიენიჭა ქოშერის სერთიფიკატი, რაც ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლის ნდობას და პროდუქციის მაღალ ხარისხს გულისხმობს.

2019 წელს „ბარამბომ“ მსოფლიო ბაზარზე 12 საექსპორტო არხი შექმნა. ქართული ტკბილეული იყიდება – სინგაპურში, ამერიკაში, კოლუმბიაში, ჩინეთში, უკრაინაში, ერაყში, ირანში, ქუვეითში, უზბეკეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ქვეყნების სია ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ევროპის, აფრიკის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები