უნგრულმა ავიაკომპანიამ Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით დღეს პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით – სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანიის Wizz Air კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ.
