LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი იწყება

64
2132261554

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება.

სამინისტრო ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალს (https://booking.moh.gov.ge/) და რეგისტრაციის ინსტრუქციასაც (https://fb.watch/4c2mI8hKtj/) აქვეყნებს.

„ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

“სინოვაკი” 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g