საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებს კიდევ ერთი ემატება – დღეიდან, შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ინფექციისგან დასაცავად:
“თვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალება, რათა მეოთხე ტალღის დაძლევა მოვახდინოთ.” – განაცხადა მინისტრმა.