ბრიტანული ელექტრო-დუეტი BLONDE ბრისტოლიდან მხოლოდ კლუბური მუსიკის მიმდინარეობის მოყვარულთათვის იყო ცნობილი. ჯაკობ მენსონმა და ადამ ენგლიფილდმა პროექტი 2012 წელს დაარსეს. მიუხედავად მათი არაერთი ნამუშევრისა ფართო მასებმა ისინი ახლახან, ქრეიგ დევიდთან ერთობლივი სინგლის გამოშვების შემდეგ გაიცნეს.
დღეს სწორედ ეს სიმღერა მინდა წარმოგიდგინოთ. Nothing Like This კლასიკურ საცეკვაო სტილშია გაკეთებული. არანჟირება წმინდა Deep House-ა, ალბათ ამიტომაც მომეწონა ძალიან, ვინაიდან ჰაუსის სწორედ ეს მიმართულება მიყვარს ყველაზე მეტად (ამაში თქვენც რწმუნდებით ალბათ ყოველდღე, ღამის 12 ის შენდეგ ჩვენს ტალღაზე გასული ფლეილისტის საშუალებით ))).
დავუბრუნდეთ აღნიშნულ თრექს. ქრეიგმა თავისი დამახასიათებელი სტილით შეასრულა სიმღერა, აქ უზადოდაა ნამღერიც და მომღერლის საფირმო რეჩიტატივიც ძალიან ორიგინალურს ხდის ნამუშევარს. მართალია ტექსტი ოდნავ ბანალურია და რა თქმა უნდა სიყვარულზეა (როგორც ყველა დროის სიმღერების უმრავლესობა), მაგრამ მუსიკალურად ძალიან მელოდიური და სასიამოვნო მოსასმენი. სამწუხაროდ, სიმღერაზე მეტად უბრალო და სტანდარტული ვიდეორგოლია გადაღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სინგლი უკვე სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ჩარტში მაინც გამოჩნდა, მაგალითად დღეისთვის UK Top 100- ში სიმღერა 16–ე პოზიციას იკავებს. ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნამუშევარს ვერაფერს ვუწუნებ, ასე რომ მოისმინეთ და თქვენი აზრიც მომწერეთ.