LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღემდე იმ ტანისამოსს ვატარებ, რომელიც 30 წლის წინ მეცვა“ – 82 წლის ჯეინ ფონდა „ივ სენ ლორანისთვის“ პოზირებს

369
safe-image

82 წლის ამერიკელმა მსახიობმა, მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ჯეინ ფონდამ ეკოლოგიურად სუფთა ჩექმა გაარეკლამა. ვარსკვლავმა ისაუბრა, თუ როგორ ახდენს ეკოლოგიურად სუფთა ტანისამოსისა და ელეგანტური ,,ლუქების” შერწყმას.

„ჩვენ ბევრი ფული არ უნდა დავხარჯოთ, მცირედიდაც უნდა ვიყოთ კმაყოფილნი. მე ვცდილობ, ახალი ტანისამოსი აღარ შევიძინო, დღემდე იმ ტანისამოსს ვატარებ, რომელიც 30 წლის წინ მეცვა“, – განაცხადა ფონდამ.

ფოტოსესიაში 82 წლის ვარსკვლავმა „ივ სენ ლორანის“ ეკოლოგიურად სუფთა ფეხსაცმელი მოირგო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლავინდებურად დახვეწილ სხეულს.

შეგახსენებთ, ზაფხულში, იტალიურმა ბრენდმა „გუჩი“, ეკო კამპანიის ფარგლებში შექმნილი კოლექცია წარადგინა. უნისექსი ტანისამოსის სარეკლამო რგოლში მონაწილოება ჯეინ ფონდამ მიიღო და საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

82 წლის ჯეინ ფონდა „გუჩის“ რეკლამაში გადაიღეს

ვარსკვლავებმა ოკეანეში ნაპოვნი პოლიეთილენის მასალისგან მიღებული ნეილონის ტანისამოსი მოირგეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები