LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა შენი დედამთილი მონსტრია“ – ჯეინ ფოდა ამბობს, რომ ჯენიფერ ლოპესმა მისი კინოკარიერა გადაარჩინა

2535
Untitledytytyttyyt

მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბენ აფლეკის დედა ახალი რძლით აღფრთოვანებული არ არის, საზოგადოებას ჯენიფერ ლოპესისა დეა ჯეინ ფონდას სატელევიზიო ტანდემი გაახსენდა. საუბარია ფილმზე, „როცა შენი დედამთილი მონსტრია“.

ჯეი ლო კიდევ ერთხელ დაიწუნეს – ბენ აფლეკის დედას ჯენიფერ ლოპესს ჯენიფერ გარნერი ურჩევნია 

84 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, ჯეინ ფონდამ გამოცემა Daily Mirror-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ჯენიფერ ლოპესმა მისი კარიერა გადაარჩინა. საუბარია სწორედ ზემოთ აღნიშნულ ფილმზე. ჯეი ლოსთან ერთად შესრულებულმა როლმა ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, 15 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდაა.

„ჯენიფერ ლოპესთან  ფილმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი დაბრუნება იყო კინემატოგრაფიაში. მე მაშინ 65 წლის ვიყავი. ადამიანებმა ჯეი ლოსთვის ნახეს ფილმი და უეცრად მეც ხელახლა აღმომაჩინეს“, – აცხადებს ფონდა.

ცნობისთვის, კომედიური მელოდრამა 2005 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში 150 მილიონი დოლარი შემოიტანა.

ჩვენ კი იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯენიფერ ლოპესის ნამდვილი დედამთილი, მონსტრი სულაც არ არის და არ ეცდება ყველასათვის საყვარელი წყვილის დაშორებას.

84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალი ფიტნეს კამპანიაში ბრწყინვალედ გამოიყურება 

84 წლის პრინცესა – ჯეინ ფონდა „ელლის“ გარეკანზე შეუდარებელია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები