LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს 19 წლის უნდა გამხდარიყო…ვიცი, რომ არსად ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები” – სალომე ბარკერის ემოციური პოსტი

1380
salome
სალომე ბარკერი, ჟურნალისტი და აქტივისტი თავის უმცროს დაზე, რომელიც თითქმის სამი წლის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ დას დაბადების დღეს ულოცავს.
“2003 წლის 29 იანვარს დაიბადა სოფი. მე ვიყავი 13 წლის, ჩემი ძმა 9-ის. სახლში რომ მოიყვანეს, იყო ცოტა მოწითალო ფერის პატარა მჩხავანა არსება. მეთქი უკაცრავააად?? :))) მახსოვს გახვეული რომ იდო ხოლმე საწოლზე და რომ არ გადმოვარდნილიყო მაგას ვდარაჯობდი, ძალიან პაწუა უკვე თავისი ხელით ჭამდა ხოლმე ბოთლიდან რძეს.
ძალიან სწრაფად გაიზარდა და დაიწყო სირბილი, ტიტინი, სოფიტა იგივე ტოფიტა. მაღაზიაში რომ ჩავიდა პირველად, მეხუთე სართულიდან სულ მთლად წერტილი მიაბიჯებდა ქუჩაში ამაყად. გიჟდებოდა სტუმრად სიარულსა და აქეთ-იქით “წანწალზე”, ცეკვაზე, ყველანაირ ცხოველზე, არ უყვარდა კითხვა ოღონდ ჰარი პოტერის გაცნობამდე. ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, არ არსებობდა მასთან ერთად გასატარებლად საკმარისი დრო. სულ რომ ასიათასი საათი ვყოფილიყავით ერთად, “ბოლოს” მაინც მოიბუსხებოდა ხოლმე დაშლის წინ. :)) ერთხელ პატარებს მშობლები მთაწმინდაზე გვასეირნებდნენ და მე და ჩემმა ძმამ შემთხვევით ხელი ამოვუგდეთ :)))))))) ერთი ორი და საამიიი – ჰაერში ვწევდით აქედან-იქიდან და ეგრე “ვაკატავებდით”, მაშინ ჯერ ძლივს დადიოდა და უცბად ბრახ, გულები დაგვისკდა და მშობლებთან გავიქეცით, თვითონ დიდად არ უტირია, უფრო გაკვირვებული იყო. გიჟდებოდა დამოუკიდებლობაზე, უნდოდა მომღერლობა ან ადვოკატობა და სასამართლოში საქმეების მოგება :))) ყველაზე ჩვეულებრივი ტიტინა ბავშვური ბავშვი, ყველაზე არაჩვეულებრივი დიიიდი გულით.
დღეს წესით 19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ აბა სად არის? არ ვიცი. და ისიც არ ვიცი, რატომ არ არის, ამ დრომდე ამ საცოდავმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა ერთი სასამართლო პროცესი მიიყვანოს ადეკვატურ დასასრულამდე პირველ ინსტანციაში მაინც. ამ არაფერში უკვე გავიდა 2 წელი და 9 თვე.
გილოცავ ბავშვიკ დაბადების დღეს, ვიცი რომ არსად არ ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები ?“, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში. 
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები