ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს მიმართულებით პირველ ფრენას დღეს, ანუ 7 აპრილს განახორციელებს. ჩარტერული რეისი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, Bees Airline-ს საქართველოს მიმართულებაზე დიდი გეგმები აქვს და ავიაკომპანიამ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.
კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline რეგულარულ რეისებს 30 აპრილიდან დაიწყებს. რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს 9 ივნისის თარიღიდან ყიდის.