LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ამ ტკივილით მან შეძლო საზოგადოების გაერთიანება“ – სიონის ტაძარში მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

2248
BeFunky-collage (4)

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  მომღერალს პატივი მიაგეს მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა.

„ძალიან ძნელია ჩემთვის მამუკა ონაშვილზე წარსულში ლაპარაკი. საოცარი ადამიანი იყო. იშვიათი მეგობარი და მოქალაქე. დღეს ამ ტკივილით მან შეძლო საზოგადოების გაერთიანება. წარმოუდგენელია მამუკას წასვლა ასეთ ახალგაზრდა ასაკში . ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში, პანაშვიდზე მივიდა.

სიონის საკათედრო ტაძარში, ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღეა მიმდინარეობს.

მომღერალს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

„ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის“ – ნიკა ქავთარაძე

მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” – მამუკა ონაშვილს დისშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

ვიდეო: “ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან” – ვახო ბიჭიკაშვილი მამუკა ონაშვილის ვიდეოს აქვეყნებს

ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: Ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g