გასართობი ცენტრების ნაწილის განცხადებას, რომ დღეს მათ სიმბოლურად გახსნეს ობიექტები, შრომის ინსპექცია ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. როგორც “ფორტუნას” შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ეს ინფორმაცია არასწორია.
“დღეს აქციის გამართვას წინ უძღოდა ჩვენი კომუნიკაცია კომპანიებთან. არავითარი თვითნებური გახსნა არ დაფიქსირდა. რაც შეეხება თქვენ მიერ აღნიშნულ ფაქტს, ჩვენ გადავამოწმეთ და ასეთი ფაქტი არსად ყოფილა, ეკონომიკური საქმიანობა არ დაწყებულა. ჩვენ ბუნებრივია, საკუთარი ობიექტის საკეტის გახსნას არავინ არავის უშლის, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობა არავის დაუწყია. დღის მანძილზე ,მონიტორნიგს ვახდენდით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”.
შეგახსენებთ, დღეს გასართობი ცენტრების ნაწილმა თქვა, რომ მათ ობიექტები თვითნებურად გახსნეს. მათ შორის იყო გიორგი მთიულიშვილი, კომპანია “ლაიქის” დამფუძნებელი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ობიექტი თვითნებურად, სიმბოლურად გახსნა.
გასართობი ცენტრების ნაწილი თვითნებურად გაიხსნა – რა ხდება აქციაზე