LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ბევრ შეტყობინებას მიიღებ: „გიო, გვიყვარხარ“, ეს არ იქნება საკმარისი.. იმის გამო, რომ მეტი გონიერება ვერ გამოვიჩინეთ, დღეს ეს ოქროს ბიჭი ენმ-დან გავიდა, თავის უღალატო გუნდთან ერთად“ – ეკა ხერხეულიძე

13422
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის მიერ პარტიის დატოვებას, ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

ეკა ხერხეულიძე გიორგი კირთაძეს მიმართავს და მას საჯარო მადლობას უხდის:

„დღეს შენ ბევრ შეტყობინებას მიიღებ – „გიო, გვიყვარხარ“. ეს არ იქნება საკმარისი. ბრძოლაში საიმედო ადამიანის გაფრთხილება, ბრძოლის ნაწილია.

მეც შემეძლო მომეწერა, მადლობა გადამეხადა, მაგრამ როგორ, რა სინდისით.

მახსოვს, ბევრი წლის წინ როგორ გიპოვე გულანთებული უშიშარი ბიჭი, რამდენი გადაიტანე და რა სიყვარული მოიპოვე ხალხში.

ისიც მახსოვს, უსახსრობის გამო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას რომ აპირებდი და გთხოვე – დარჩი, ამ უთანასწორო ბრძოლაში ძალიან გვჭირდები-მეთქი… დარჩი და ყველაზე პრეტენზიული ქალაქი მოიგე.

საჯარო მადლობას გიხდი იმისთვის, რომ სხვებიც დაფიქრდნენ – განა რამხელა სიყვარული და სანდოობა უნდა არსებობდეს პიროვნების მიმართ, რომ რეპრესიული მანქანის გაყალბებას სიყვარულმა სძლიოს?! თან, სად? იქ, სადაც დეპუტატი მოგვიკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადაიბირეს..

ბათუმი ყველაზე პრეტენზიული ქალაქია პოლიტგემოვნების თვალსაზრისით. იქ ურთიერთობებია მთავარი მსაზღვრელი და ოპოზიციაში მყოფმა კანდიდატმა ეს ბრძოლა მოიგო.

იმის გამო, რომ მეტი გონიერება ვერ გამოვიჩინეთ, დღეს ეს ოქროს ბიჭი ენმ-დან გავიდა, თავის უღალატო გუნდთან ერთად.

მადლობა ყველაფრისთვის, გიო. წინ დიდი ბრძოლაა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, შენნაირ გამორჩეულ მებრძოლებს დავშორდეთ.

პატივს ვცემ შენს გაუტეხელ ბრძოლას და მიყვარხარ,როგორც საიმედო მეგობარი“, – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

 

Giorgi Kirtadze დღეს შენ ბევრ შეტყობინებას მიიღებ-“გიო,გვიყვარხარ❤️” ეს არ იქნება საკმარისი.
ბრძოლაში საიმედო ადამიანის…

Posted by Eka Kherkheulidze on ორშაბათი, 04 დეკემბერი, 2023

 

ცნობისათვის, გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. როგორც გიორგი კირთაძემ განაცხადა, ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გეგმავენ.

„ჟურნალისტის კონსპექტს პარტიის თავმჯდომარე ხელს აწერდეს, მსგავსი რამ თუ მენახოს, რა საცოდაობაა“ – ეკა ხერხეულიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები