„მსგავსი რამ თუ მენახოს, ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს, რა საცოდაობაა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძემ, ლევან ხაბეიშვილს ეხმაურება, რომელმაც ხელი მოაწერა ფურცელს, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის.
მსგავსი რამ თუ მენახოს?ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს,რა საცოდაობაა?
Posted by Eka Kherkheulidze on კვირა, 26 ნოემბერი, 2023
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ფურცელს ხელი, გუშინ, პირდაპირ ეთერში მოაწერა და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
მისივე თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია, დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.