პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის…
ხაბეიშვილი არის, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არსად არ არის.
კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ ამბობენ, არც სხვები ამბობენ, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არიან…
და ბოლოს, კულმინაცია – მელია არც წასულა, არც გაუგდიათ, მაგრამ როგორც თვითონ არარსებული ხაბეიშვილი ამბობს – უბრალოდ არ არსებობს…
ამ სიტუაციას აქვს შესაბამისი კახური განმარტება, რომელსაც აქ ვერ დავწერ…“,- წერს გია ხუხაშვილი.
მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის…
ხაბეიშვილი არის, მაგრამ…
Posted by Gia Khukhashvili on Sunday, November 26, 2023