„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
10 ოქტომბერს ირაკლი გაგნიძეს 43 წელი შეუსრულდებოდა.
„დღეს ირაკლი გაგნიძე 43 წლის გახდებოდა.
დღეს, როდესაც სიტყვებს არა აქვს ძალა, როდესაც სიცარიელეს ვერ ავსებს დარდი, როდესაც ყველაფერს და ყველას ეტყობა მისი ყოფნა, ვერ შერიგებული არყოფნასთან …
მას შეეძლო ყველაზე რთულ დროსაც ადამიანებში დაენახა საუკეთესო მხარე, მიეცა შესაძლებლობა უკეთესი გზის გასაკვალად. ასეთი ირაკლი გვყავდა ჩვენ… თუმცა მას არ უხდება წარსული… ჩვენ კვლავ გვყავს ირაკლი და სწორედ მისი მაგალითით ვაგრძელებთ იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა..
„მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან – კაცთან,
რომელიც დააკლდა ქალაქს.”
მიხეილ ქვლივიძე“, – ვკითხულობთ „ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ირაკლი გაგნიძე 43 წლის გახდებოდა. დღეს, როდესაც სიტყვებს არა აქვს ძალა, როდესაც სიცარიელეს ვერ ავსებს დარდი,…
Posted by Biblusi • ბიბლუსი on ხუთშაბათი, 09 ოქტომბერი, 2025