LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბორჯღალოსნებს გადამწყვეტი ბრძოლა აქვთ

99

ქართველი მორაგბეები დღეს მსოფლიოს თასზე გამოსვლას დაასრულებენ. დასკვნითი თამაში ნამიბიასთან ძალზე მნიშვნელოვანია. ბორჯღალოსნები გამარჯვების შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ იაპონიაში გასამართ მომდევნო მსოფლიო თასზე გამოსვლას უკვე ახლავე გაინაღდებენ, თანაც პირველად მოხდება, რომ ჩვენები ორი მოგებული მატჩით დაასრულებენ მსოფლიო თასზე გამოსვლას.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზელანდიელებთან წინა შეხვედრისგან განსხვავებიტ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებეი განახორციელა. ნამიბიელებთან თამაშს ეს თხუტმეტეული დაიწყებს:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ვნახავთ.

საქართველო და ნამიბია აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენებმა სამი თამაში მოიგეს და ერთი დათმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები