LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა – ზაზა სარალიძე ღია წერილს ავრცელებს

77

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღია წერილს ავრცელებს. პოზიცია სარალიძემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

“მივმართავ სრულიად საქართველოს. განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა. განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არცერთ მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი,” – წერს სარალიძე.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება. აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები