LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი N1 დედის დღეა“ – შვილების მილოცვა ნატო გელაშვილს

871
luka da nato

კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა ახლახან იუბილე აღნიშნა. მას დაბადების დღე შვილებმა განსაკუთრებული პოსტებით მიულოცეს.

ლუკა ჭოხონელიძემ დედის სიმღერა სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყველა ხმას თავად მღერის.

ლუკამ დაწერა:

„დღეს ჩემი N1 დედის დღეა ❤ დედუ, ჩვენი სულის მანათობელი ხარ შენ.  კიდევ 100 წელი იციმციმე, დე და შენი არსებობით ჩვენც გვაციმციმე ❤ ჩვენი გული და სული ხარ ❤ მიყვარხარ!..

ამ პატარა სიმღერის ნაწყვეტითაც, რომლითაც ვთვლი, რომ ყველაფერი ნათქვამია, მომილოცავს“.

პოსტი გამოაქვეყნა გიორგი ჭოხონელიძემაც და აღნიშნა:

„გილოცავ, დედუ…

შენ ხარ თვით ბედნიერება, სიყვარული და სითბო!

დიდხანს იყავი, დე, ჯანმრთელად და ბედნიერად!

მიყვარხარ უზომოდ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები