LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემს მეორე ოჯახზე მინდა, გესაუბროთ…ერთი წუთითაც არ ვაჭარბებ როცა აჯიბადემის ექიმებსა და ექთნებს ჩემი ოჯახის წევრებთან ვაიგივებ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება, აღვწერო მათი პროფესიონალიზმი“ – სოფიო ხარშილაძის ემოციური პოსტი

192
2025-06-16_22-15-19_413374

12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 8 წლის თათულის და 15 წლის ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და თურქეთის კლინიკის პერსონალს, რომლებიც რთულ პერიოდში მას და მის ქალიშვილებს გვერდით დაუდგნენ, მადლობას უხდის.

„ყველაზე დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ, სასწაული მოახდინეს, ნიაკო გადაარჩინეს და მეორედ აჩუქეს სიცოცხლე“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკო და თათული რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გაივლიან

„დღეს ჩემს მეორე ოჯახზე მინდა, გესაუბროთ… ერთი წუთითაც არ ვაჭარბებ როცა აჯიბადემის ექიმებსა და ექთნებს ჩემი ოჯახის წევრებთან ვაიგივებ.
ამ რთულ პერიოდში მათ მართლა ყველას მაგივრობა გასწიეს, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის…

არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება, აღვწერო მათი პროფესიონალიზმი, თოთოეული მათგანის ჩართულობა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში… ან რა სიტყვებით შევძლებ მათდამი მადლიერების გამოხატვას, მათ ხომ ჩემი შვილები საკუთარივით მიიღეს და შეიყვარეს!

მათმა საქმიანობამ, პროფესიის სიყვარულმა, პაციენტებისადმი შესაშურად მზრუნველმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გამაძლიერა და ვიცი, ეს სიძლიერე და მოტივაცია კიდევ დიდხანს გამყვება მკურნალობის ამ ხანგრძლივ ეტაპზე!“, – ვკითხულობთ ტექსტში.

შეგახსენებთ, ნიაკო და თათული სამკურნალოდ გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც გოგონები რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.

„ნანატრი დღეც დადგა – სახლში წასვლა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g