ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა.
ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი, თამარ სურმანიძე წერს და დათუნას ფოტოს ავრცელებს:
ბათუმში სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა
ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო… ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა…
ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა.
სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა.
დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის – აი ასე გვტკივა ახლა…
დათუნა, მადლობა შენი არსებობისთვის, შენი სიცილისთვის, შენი ხმისთვის, შენი ბავშვობისთვის, რომელსაც ჩვენთან იზიარებდი.
შენ არასდროს წახვალ. შენ ჩვენთან იქნები. სამუდამოდ“, – წერს თამარ სურმანიძე.
ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო…💔 ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი…
Posted by სურმანიძე თამარი on ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025