LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და

175
გიორგი ახობაძე

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე, გარდაცვლილ დედასთან გამოსამშვიდობებლად სახლში მიიყვანეს.

„დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა“ – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და, მანანა ახობაძე ავრცელებს.

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას.

გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“, – წერს მანანა ახობაძე საოციალურ ქსელში.

დღეს დილით გიო George Akhobadze საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას ❤️ გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა.

Posted by Manana Akhobadze on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025

„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“ – პედიატრი ლალი ჯანაშია ექიმ გიორგი ახობაძეს მიმართავს

ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 დეკემბერს შეეფარდა.

გიორგი ახობაძის დედა 14 იანვარს გარდაიცვალა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

„იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია? უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას… დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ“ – რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ექიმ გიორგი ახობაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g