LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

73

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში 11:00 საათზე დაიწყება.

არჩევნებში ხმას 35 დელეგატი ფარული კენჭისყრით მისცემს. საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები