LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს გიგი მოვინახულეთ, ის ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები” – ადვოკატი

180
26729892-6683-4CC9-A882-3C22296EC493-cx19-cy4-cw68-w1200-r1-s

“გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში”, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. ბასილაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში “ევროპული საქართველოს” მსჯავრდებული ლიდერის მოინახულა.

“გიგი მოვინახულეთ, ის  მხნედ არის. გიგი არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები – თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა. გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში”, – აღნიშნავს ბექა ბასიალაია.

უგულავას ადვოკატი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებენ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ. მისი თქმით, უგულავა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური დევნის პირველი მსხვერპლია.

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ, 10 თებერვალს გახდა ცნობილი, თბილისის ყოფილ მერს 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას, სხვა პირებთან ერთად, პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დასდო ბრალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები