LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ისეთ ამბავს შევესწარი, არ შემეძლო, არ გამეზიარებინა… უთხრა, თუ არ იუხერხულებთ, თანხას მე დაგიმატებთ და ანალიზები დღეს გაიკეთეთო“ – ემოციური ამბავი, რომელიც ინტერნეტსივრცეს მოედო

739
ბაჩო გაბაძე

ინტერნეტსივრცეში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ემოციური სტატუსი ვრცელდება – მოქალაქე თეონა პაპიძე წერს ჭიათურაში მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეესწრო.

ემოციური ამბავი, რომელსაც არაერთი ადამიანი შეესწრო, „ფორტუნას“ თავად ამბის გმირმა, ჭიათურა-საჩხერის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა 50 წლის ბაჩო გაბაძემ დაუდასტურა.

თეონა პაპიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ისეთ ამბავს შევესწარი, არ შემეძლო, არ გამეზიარებინა. ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით ავტობუსში – ახლობელს უხსნიდა, ანალიზებისთვის ფული არ მეყო და უკან ვბრუნდები, ტყუილად ამოვედი, ხვალ უნდა ამოვიდეო (ონკოპაციენტი იყო, ასე ჩანდა საუბრიდან).

ამ ადამიანმა, ავტობუსის მძღოლია, უთხრა, თუ არ იუხერხულებთ, რაც გაკლდებათ, მე დაგიმატებთ მაგ თანხას და დღეს გაიკეთეთ ანალიზებიო. ქალმა ტირილი დაიწყო, სად გნახო მერე, როგორ მოგცეო, არ მინდაო – მძღოლმა მიუგო, არც ისე ცოტა თანხა აჩუქა.

გული სიხარულით ამევსო, ძალიან სასიამოვნოა სიკეთის მომსწრე გახდე. სანამ არსებობენ ამ ადამიანისნაირი კეთილი ადამიანები ქართველები არ გადავშენდებით. ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი. იცნობდეთ ბაჩო გაბაძეს (ფოტოს გადაღება ვთხოვე, აფიშირებისთვის არ გამიკეთებიაო, წინააღმდეგი იყო, მაგრამ ძალიან ვთხოვე“, – წერს თეონა პაპიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g