LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

100
ყტიკ67იჯ

„სამი წელია ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, დღეს უნდა გამოიტანოს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ განაჩენი”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

ყველა დასკვნა ადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება არ მომხდარა, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო“, – აღნიშნა აქციის მონაწილე ოთო ფარულავამ.

აქციის მონაწილეებს ხელში ყვითელი ფერის ბანერები უჭირავთ, წარწერით: „ვერ გაგვაჩერებ“, „ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს“, „არა პოლიტიკურ სასამართლოს“ და ა.შ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ამავე საქმეში ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

 

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN

პოპულარულები